---
title: "მუხლი 73. III კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/73"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "73"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. III კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 73 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/73

1. III კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს:
ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს:
ა.ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესახებ;
ა.ბ) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;
ა.გ) განმარტებით ბარათს;
ა.დ) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს:
ა.დ.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს;
ა.დ.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს;
ა.დ.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით;
ა.დ.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს;
ა.დ.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს;
ბ) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით;
გ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები), მასშტაბი 1:500;
დ) შენობის სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში;
ე) შენობა-ნაგებობის ფასადებს;
ვ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონებსა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟს და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ‑სამშენებლო მასალებისა და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ისე ციფრული სახით ჩაწერილი კომპაქტდისკზე JPG ფორმატის ფაილებით), ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირების თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყებული საღებავების ფერის კატალოგის მიხედვით დაკონკრეტებით;
ზ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით);
თ) შენობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში);
ი) საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს და ნაგვის ურნების განთავსების ადგილს;
კ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთს;
ლ) საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობას;
მ) თვალსაჩინო ადგილზე საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელ ფოტოსურათს (გადაღებული შორი და ახლო მანძილიდან);
ნ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების გრაფიკს მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით;
ო)
ინფორმაციას
შენობა
-
ნაგებობის
დამპროექტებლის
შესახებ,
რომელიც
მოიცავს
დამპროექტებლის
სახელს/
დასახელებას,
საკონტაქტო
ინფორმაციას
(
ტელეფონის
ნომერი
და
ელ.
ფოსტის
მისამართი)
,
მეწარმეთა
და
არასამეწარმეო
(
არაკომერციული)
იურიდიული
პირების
რეესტრის
სარეგისტრაციო
მონაცემებს,
ასევე პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
ნომერს
და
პირად
ნომერს;
პ) (ამოღებულია – 01.12.2011, №454).

2. III კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს:
ა) თავფურცელს – ობიექტის დასახელებასა და მისამართს;
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს (ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში);
გ) ინფორმაციას ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის/დასკვნის თაობაზე;
დ) განმარტებით ბარათს;
ე) ხაზობრივი ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს;
ვ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმას არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ჩვენებით;
ზ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმაზე ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მიწის ნაკვეთ(ებ)ზე განთავსების გეგმას;
თ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის გეგმებს;
ი) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის ხედების/ფასადების სქემატურ ნახაზებს;
ლ) საჭიროების შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირისა და ძირითადი საინჟინრო კომუნიკაციების ცვლილების გეგმას;
მ) ხაზობრივი ნაგებობის კონსტრუქციულ პროექტს, რომელიც შედგება ხაზობრივი ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან;
ნ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას;
ო) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების გრაფიკს მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები წარდგენილი უნდა იყოს ნახაზების სახით:
ა) ძირითადი ნახაზებისათვის – 1: 50; 1: 100 ან 1: 200 მასშტაბით;
ბ) დეტალური ნახაზებისათვის – 1: 1; 1: 2; 1: 5; 1: 10 ან 1: 20 მასშტაბით.

4. თვითმმართველი ერთეულის (ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ქ. თბილისის მთავრობის) გადაწყვეტილებით, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტი შესაძლებელია წარდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული III კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ნაწილები შესაძლებელია წარდგენილი იყოს შეთავსებული სახით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №454 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/74.md
