---
title: "მუხლი 74. III კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/74"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "74"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. III კლასის შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 74 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/74

1. მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე;
გ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე;
დ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამეტების მოთხოვნათა დაცვით;
ე)
სამშენებლო
დოკუმენტით
გათვალისწინებული
მშენებლობის
ყოველი
ეტაპის
დასრულების
(
გარდა
ქ.
თბილისის
თვითმმართველი
ერთეულის
ტერიტორიისა)
შემდეგ
ამ
დადგენილებით
განსაზღვრული
წესით
შეადგინოს
მშენებლობის
ეტაპის
დასრულების
ოქმი
(
გარდა
განაშენიანების
ინტენსივობის
კოეფიციენტის
საანგარიშო
ფართობით
1 500
მ
2
-
მდე
და
მიწის
ზედაპირიდან
14
მ
-
მდე
სიმაღლის
ინდივიდუალური
საცხოვრებელი
სახლებისა
და
სათავსებისა)
;
ვ) უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;
ზ)
ახალი
მშენებლობისა
და
შენობა
-
ნაგებობის
რეკონსტრუქციის
შემთხვევაში,
მშენებლობის
ნებართვის
ვადის
გასვლიდან
6
თვის
ვადაში
ექსპლუატაციაში
მიღებისათვის
მომზადებული
შენობა
-
ნაგებობა
წარადგინოს
უფლებამოსილ
ორგანოში
ექსპლუატაციაში
მიღებისათვის;
თ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;
ი) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
კ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
დარღვევისას
ნებართვის
მფლობელს
დაეკისრება
საქართველოს
კანონით
–
პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №384 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის დადგენილება №216 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.
თავი XVII
IV კლასის შენობა-ნაგებობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/75.md
