---
title: "მუხლი 75. IV კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/75"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "75"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. IV კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 75 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/75

1. IV კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მაღალი ფაქტორით.

2. IV კლასს განეკუთვნება:
ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ
2
-ზე მეტი ფართობისა და 22 მ-ზე მეტი სიმაღლის მქონე შენობა;
ბ) 200 მ
3
-დან 1000 მ
3
-მდე მოცულობის, 30 მ-დან 50 მ-მდე სიმაღლის და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 20 მ-დან 30 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 12 მ-ზე და ნაკლები ან ტოლია 24 მ-ისა;
დ) ხიმინჯიანი ფუნდამენტის მქონე შენობა-ნაგებობები;
ე) ხაზობრივი ნაგებობები – II კატეგორიის ნავთობსადენი, II კატეგორიის გაზსადენი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის გაზმომარაგებისთვის, 500 მ
3
/სთ და ზევით წარმადობით, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, II კატეგორიის რკინიგზა, II კატეგორიის საავტომობილო გზა, I კატეგორიის ქუჩა;
ვ) ელექტროქვესადგური 220 კ.ვოლტი; II კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 10 მვტ-დან 50 მვტ-მდე);
ზ) წყალსაცავი 10 000 მ
3
-დან 100 000 მ
3
-მდე მოცულობის;
თ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცულობით 500 მ
3
-დან 1000 მ
3
-მდე;
ი) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D-ზე ქვევით (ასაფრენი ზოლის სიგრძე 1800 მ-მდე და თვითმფრინავის ფრთების გაშლის სიგანე 36მ-მდე) და მზიდუნარიანობით PCN 25-მდე;
კ) ბუნებრივი ან/და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზგასამართი სადგურები (გარდა მოძრავი სადგურისა) ან/და ავტოგასამართი სადგურები ან/და ავტოგასამართი კომპლექსები;
ლ) მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგური, წარმადობით 500 მ
3
/სთ-დან 3000 მ
3
/სთ-მდე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 21.10.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
ივლისის
დადგენილება №369 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/76.md
