---
title: "მუხლი 88. მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები და ეტაპები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/88"
law: "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "88"
identifier: "57"
adopted: "2009-03-24"
consolidated_as_of: "2020-03-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2020-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები და ეტაპები — მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2020-03-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2020-03-04.
> Cite as: მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 88 (consolidated as of 2020-03-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/88

1. შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები იყოფა შემდეგ ეტაპებად:
ა) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები;
ბ) შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
გ) შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები;
დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე;
ე) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მაქსიმუმ ყოველ 7.0 მეტრ სიმაღლეზე (სართულების შემთხვევაში სართულების ჯერადად) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა;
ვ) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა;
ზ) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა;
თ) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა;
ი) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი;
კ) შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
ლ) კეთილმოწყობის სამუშაოები.

2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები იყოფა შემდეგ ეტაპებად:
ა) მიწის სამუშაოები (მაგ.: მიწის ვაკისის, თხრილების, არხების, ჭების მოწყობა);
ბ) ხაზობრივი ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
გ) როსტვერკის მოწყობის სამუშაოები;
დ) მილსადენის, საკაბელო ან საბაგირო ხაზებისა და სხვა სადენების მოწყობის სამუშაოები;
ე) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობის სამუშაოები;
ვ) მალების მოწყობის სამუშაოები;
ზ) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხაზობრივი ნაგებობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოები (მაგ.: ანძები, სადგურები, ქვესადგურები, გამანაწილებელი პუნქტები, საცავები, ტერმინალები ან/და სხვა შენობა-ნაგებობები);
თ) საფარის, ფენილის ან ლიანდაგის მოწყობის სამუშაოები;
ი) ხაზობრივი ნაგებობის გამოსაცდელი სამუშაოები;
კ) კეთილმოწყობის სამუშაოები.

3. მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით შესაძლებელია მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის ეტაპების გაერთიანება და დაყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობათა კლასების შესაბამისად.

4. ამ
დადგენილების
63-
ე
მუხლით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში,
თუ
სამშენებლო
ობიექტზე
უკვე
განხორციელებულია
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ყველა
სამუშაო,
მშენებლობის
ეტაპის
დასრულების
ოქმის
შედგენა
სავალდებულო
არ
არის,
შესაბამისად,
ნებართვის
მფლობელს
ეკისრება
ობიექტის
ექსპლუატაციაში
მიღებისათვის
წარდგენის
ვალდებულება.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5014-msheneblobis-nebartvis-gatsemis-wesisa-da-sanebartvo-pirobebis-shesakh/89.md
