---
title: "მუხლი 3 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/3"
law: "პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "3"
identifier: "663"
adopted: "2020-11-30"
consolidated_as_of: "2025-07-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 3 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-07-11), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/3

1. სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს კონფიდენციალურ გარემოში, როგორც წესი, ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობის გარეშე.

2. შემოწმებაზე მესამე პირის დასწრება დაუშვებელია. თუ ექიმი, თავისი ან პაციენტის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს დაწესებულების მოსამსახურის დასწრებას, სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით, მოსმენის გარეშე.

3. ექიმი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და სამედიცინო შემოწმებაზე დამსწრე დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის მონაცემები მიუთითოს დაზიანების აღრიცხვის ფორმის შესაბამის გრაფასა და ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ცნობაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/4.md
