---
title: "მუხლი 4 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/4"
law: "პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "4"
identifier: "663"
adopted: "2020-11-30"
consolidated_as_of: "2025-07-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-07-11), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/4

1. დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას სამედიცინო პერსონალი, პაციენტის თანხმობით, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს დაზიანების ფერადი ფოტოგადაღება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ფოტოაპარატით.

2. იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი აცხადებს, რომ აწამეს და ან მის მიმართ განხორციელდა სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, თუმცა არ აღენიშნება რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება, ექიმი მაინც ახდენს სხეულის იმ ნაწილების ფოტოგადაღებას, რომლებზეც, პაციენტის მითითებით, მას დაზიანებები მიადგა.

3. ფოტოგრაფირების დროს გამოყენებული უნდა იყოს სახაზავი ან სხვა საშუალება, დაზიანების მასშტაბის განსაზღვრის მიზნით.

4. ფოტოსურათზე აღნიშნული უნდა იყოს ფოტოგრაფირების თარიღი და დრო, საათისა და წუთის მითითებით, ასევე შემთხვევის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (დაზიანების აღრიცხვის ფორმის ნომერი და პაციენტის ინიციალები).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/5.md
