---
title: "მუხლი 8 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/8"
law: "პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "8"
identifier: "663"
adopted: "2020-11-30"
consolidated_as_of: "2025-07-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 8 — პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-07-11), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/8

1. ამ წესის მიზნებისთვის ფოტოგრაფირება ხორციელდება სპეციალური ფოტოაპარატის მეშვეობით, რომლის შენახვა-გამოყენებაზე პასუხისმგებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი.

2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული მიზნისთვის იმგვარი ფოტოაპარატის გამოყენება, რომელსაც აქვს ინტერნეტთან უსადენოდ წვდომის ფუნქცია ან/და აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიით.

3. ფოტოაპარატი ინახება ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რომელსაც გააჩნია საკეტი და უზრუნველყოფილია გარეშე პირთაგან ფოტოაპარატის სათანადო დაცვა.

4. ფოტოაპარატის გამოყენება დაუშვებელია, გარდა ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისა.

5. ფოტოაპარატი, რომელშიც შესაძლებელია მეხსიერების ბარათის მოთავსება, ან/და USB კაბელით სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება, დალუქული უნდა იყოს სპეციალური ლუქის გამოყენებით იმგვარად, რომ მეხსიერების ბარათის ამოღება/USB კაბელით სხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან დაკავშირება შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე.

6. ფოტოაპარატს ლუქავს სამსახურის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო ლუქის მთლიანობას და შენახვა-გამოყენების წესების დაცვას პერიოდულად ამოწმებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 11 ივლისის ბრძანება №1096 - ვებგვერდი, 11.07.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5041698-penitentsiur-dawesebulebebshi-shesadzlo-wamebis-da-skhva-sastiki-araad/9.md
