---
title: "მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/1"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5080134"
adopted: "2021-01-11"
consolidated_as_of: "2021-01-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2021-01-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2021-01-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/1

გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე−124-ე მუხლებით, 152-ე მუხლით, 165-ე მუხლით, 168-ე მუხლით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197
1
მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით, 206-ე მუხლით, 207-ე მუხლით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220
1
მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 273
1
მუხლის პირველი−მე-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 287
1
მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/2.md
