---
title: "მუხლი 15 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/15"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5080134"
adopted: "2021-01-11"
consolidated_as_of: "2021-01-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2021-01-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2021-01-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/15

პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/16.md
