---
title: "მუხლი 16 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/16"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 5080134"
adopted: "2021-01-11"
consolidated_as_of: "2021-01-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2021-01-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2021-01-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/16

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება, გარდა ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულებისა, დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებით, მე-6 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3−მე-6 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულება დასრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. აღნიშნული ამნისტიის აღსასრულებლად მისი გავრცელების პირობები უნდა შესრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/17.md
