---
title: "მუხლი 5 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/5"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 5080134"
adopted: "2021-01-11"
consolidated_as_of: "2021-01-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2021-01-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2021-01-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/5

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირს, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მის ვადად განესაზღვროს ოცი წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5080134-amnistiis-shesakheb/6.md
