---
title: "მუხლი 12. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების ზედამხედველობა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/12"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "12"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების ზედამხედველობა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/12

1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

2. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულებას ზედამხედველობს დეპარტამენტი.

3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შეუსრულებლობისთვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქმიანობის განმახორციელებელი პირის შეცვლის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ვალდებულება გადადის საქმიანობის განმახორციელებელ ახალ პირზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/13.md
