---
title: "მუხლი 13. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/13"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "13"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/13

1. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღნიშნული საქმიანობის დაწყებისთანავე და მისი განხორციელებისას ჰქონდეს შესაბამისი, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება.

2. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის სახეებია:
ა) დაზღვევა;
ბ) საბანკო გარანტია.

3. გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ოდენობა განისაზღვრება გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის შეფასების საფუძველზე და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) ამ რისკის შეფასებას;
ბ) ამ რისკის დამუშავებას;
გ) ხარჯების იდენტიფიცირებას და განფასებას ყველაზე უარესი სცენარისთვის.

4. გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება არ ვრცელდება საბიუჯეტო დაწესებულებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/14.md
