---
title: "მუხლი 14. გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნები და მისი სახსრების განკარგვა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/14"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "14"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნები და მისი სახსრების განკარგვა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/14

1. გარემოსდაცვითი პროგრამის ძირითადი მიზნებია:
ა) გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენცია;
ბ) გარემოს მდგომარეობის აღდგენა;
გ) გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება;
დ) გარემოს კვლევა.

2. გარემოსდაცვითი პროგრამის სახსრებს განკარგავს სამინისტრო გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

3. გარემოსდაცვითი პროგრამიდან დაფინანსებული ღონისძიებები შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტას და ამავე კანონით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

4. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია შედგება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირებისგან.

5. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და აღნიშნული კომისიის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციების შემუშავების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/15.md
