---
title: "მუხლი 20. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/20"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "20"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/20

ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე.
მუხლი 21. ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა
ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.
მუხლი 22. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა
1. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
მუხლი 23. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული  ღონისძიების განუხორციელებლობა
გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების განუხორციელებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 40 000 ლარიდან 80 000 ლარამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/21.md
