---
title: "მუხლი 22. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკ — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/22"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "22"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკ — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/22

1. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის (მათ შორის, შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული გეგმის) ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან/და განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 30 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/23.md
