---
title: "მუხლი 25. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/25"
law: "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ"
article: "25"
identifier: "244-IVმს-Xმპ"
adopted: "2021-03-02"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა — გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/25

1. პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლით ან პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ორმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.

2. პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლით ან პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ოთხმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებასა და მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5109151-garemosdatsviti-pasukhismgeblobis-shesakheb/26.md
