---
title: "მუხლი 16. გარდამავალი დებულებები — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/16"
law: "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "16"
identifier: "32/04"
adopted: "2021-03-09"
consolidated_as_of: "2026-08-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. გარდამავალი დებულებები — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-08-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 16 (consolidated as of 2026-08-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/16

1. ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებების ფორმატზე ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდება, თუ ხელშეკრულების პირობების ცვლილების გამო საჭირო ხდება მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ან ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

2. ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, მათ შორის, ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებებში ამავე წესით ფინანსური ორგანიზაციისათვის დადგენილ ვალდებულებებზე ჩანაწერების არარსებობა არ ათავისუფლებს ფინანსურ ორგანიზაციას მათი შესრულების ვალდებულებებისაგან. ამასთან, ამ წესის ძალაში შესვლამდე დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში, ამ წესის ამოქმედების შემდეგ კრედიტის წინსწრებით დაფარვისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიოების ოდენობებთან მიმართებით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

3. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია 2022 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

4. ნებისმიერი არხით გაფორმებული სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (თავსართში ამ წესით გასათვალისწინებელი შესაბამისი ინფორმაცია/პირობა) და სხვა სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი, მისი დარიცხვის პერიოდულობა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა ინტერნეტბანკის საშუალებით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2022 წლის 1 აპრილიდან.

5. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია 2023 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოს ამ წესის მე-3 მუხლის 14 ​1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №16/04 - ვებგვერდი, 18.02.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 6 იანვრის ბრძანება №4/04 - ვებგვერდი, 06.01.2023 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/15.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
