---
title: "მუხლი 8. მოთხოვნები იპოთეკით/გირავნობით/თავდებობით უზრუნველყოფილი სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მიმართ — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/8"
law: "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე"
article: "8"
identifier: "32/04"
adopted: "2021-03-09"
consolidated_as_of: "2026-08-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 8. მოთხოვნები იპოთეკით/გირავნობით/თავდებობით უზრუნველყოფილი სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მიმართ — ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-08-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 8 (consolidated as of 2026-08-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/8

1. თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, ასევე, როცა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე მსესხებელი, ყოველი ცალკეული კრედიტის მიწოდების შემდეგ, ასევე, არსებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებამდე, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს და/ან თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე, გენერალური ხელშეკრულების მონაწილე ყველა მსესხებელს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კრედიტის გაცემის შემდეგ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა და/ან საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.

2. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს გააცნოს, მათ შორის, ზეპირი ფორმით, ხელშეკრულების პირობები ამ წესით სპეციფიკური საფინანსო პროდუქტისთვის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მათ შორის, მიაწოდოს ინფორმაცია კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ რისკებზე (მაგალითად, სამართლებრივი რისკები, როგორიცაა ანგარიშების დაყადაღების, კრედიტის დაფარვის მიზნით მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის შესაძლებლობა). ფინანსურმა ორგანიზაციამ თავდებობის/სოლიდარული თავდებობის, უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში ორმაგი დაშორებით და გამუქებული ფონტით უნდა განათავსოს გაფრთხილების ტექსტი ამ წესის №10 დანართში მოცემული ნიმუშების შესაბამისად. ამასთან, თავდების/სოლიდარული თავდების, ასევე, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს მას დეტალური ინფორმაცია კრედიტის დაფარვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით; თავდებობის/სოლიდარული თავდებობისა და იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებებში ინფორმაცია გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული და მოცემული მომხმარებლისათვის ადვილად წასაკითხი და აღქმადი ფონტის ზომით. ფონტის ზომა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.

3. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე იპოთეკის და/ან გირავნობის საგნის მესაკუთრეს მიაწოდოს მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თავსართის, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან და აღნიშნული ვალდებულების თაობაზე წინასწარ წერილობით აცნობოს მსესხებელს.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5117792-pinansuri-organizatsiebis-mier-momsakhurebis-gawevisas-momkhmarebelta-/9.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
