---
title: "მუხლი 6 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5199308-amnistiis-shesakheb/6"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 5199308"
adopted: "2021-09-07"
consolidated_as_of: "2021-09-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2021-09-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2021-09-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5199308-amnistiis-shesakheb/6

ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გაუვრცელებლობის თაობაზე გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს მისთვის ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. აღნიშნული სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ამ საჩივრის მისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5199308-amnistiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5199308-amnistiis-shesakheb/7.md
