---
title: "მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5199315-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 5199315"
adopted: "2021-09-07"
consolidated_as_of: "2021-09-08"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2021-09-08. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2021-09-08), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5199315-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1

1. ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელსაც აღნიშნული სახის ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა.

2. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/5199315-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
