---
title: "მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5212500-amnistiis-shesakheb/2"
law: "ამნისტიის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5212500"
adopted: "2021-07-12"
consolidated_as_of: "2021-07-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ამნისტიის შესახებ

> Text consolidated as of 2021-07-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ამნისტიის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2021-07-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5212500-amnistiis-shesakheb/2

პირის მიერ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული ღონისძიებები უნდა შეჩერდეს ამ კანონის პირველი მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე. ამ პერიოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით განსაზღვრული ვადა ჩერდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5212500-amnistiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5212500-amnistiis-shesakheb/3.md
