---
title: "მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5212530-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 5212530"
adopted: "2021-07-12"
consolidated_as_of: "2021-07-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2021-07-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2021-07-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5212530-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2

1. პირის ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ადმინისტრაციული სახდელისგან, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელის, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის აღუსრულებელ ნაწილზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5212530-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5212530-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3.md
