---
title: "მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5212530-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5212530"
adopted: "2021-07-12"
consolidated_as_of: "2021-07-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2021-07-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2021-07-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5212530-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირის ადმინისტრაციული სახდელისგან, საურავისა და მიყენებული ზიანის ოდენობის შესაბამისი თანხის გადახდისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის აღსრულება.

3. ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირი ამ კანონის ამოქმედებისთანავე ადმინისტრაციულსახდელდაუდებლად ჩაითვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5212530-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5212530-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4.md
