---
title: "მუხლი 102. პარტნიორების თანხმობა და ხელმძღვანელი პარტნიორისთვის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/102"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "102"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 102. პარტნიორების თანხმობა და ხელმძღვანელი პარტნიორისთვის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ჩამორთმევა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 102 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/102

1. ზოგიერთი გარიგების დადებისთვის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორების წინასწარ, სავალდებულო თანხმობას.

2. ხელმძღვანელ პარტნიორს უფლება აქვს, გარიგება დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშეც დადოს, თუ მისი დადების გაჭიანურება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რის შესახებაც მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აღნიშნულ პარტნიორებს.

3. ხელმძღვანელ პარტნიორს მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, დანარჩენი პარტნიორების სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ჩამოერთვას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ პარტნიორმა თავისი ვალდებულებები უხეშად დაარღვია, ან თუ იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობას სათანადოდ ვერ ახორციელებს და სხვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/101.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/103.md
