---
title: "მუხლი 104. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგება და ზარალი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/104"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "104"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 104. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგება და ზარალი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 104 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/104

1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დგინდება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.

2. პარტნიორის წილი მოგება მიემატება ამ პარტნიორის შენატანს, თუ ის სრულად არ იყო განხორციელებული.

3. პარტნიორის წილი ზარალი და მის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ანგარიშიდან გახარჯული ფული გამოაკლდება ამ პარტნიორის წილ მოგებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/103.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/105.md
