---
title: "მუხლი 106. პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/106"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "106"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 106. პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 106 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/106

1. პარტნიორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სალაროდან საკუთარი ხარჯებისთვის გამოიტანოს ბოლო სამეურნეო წელს მისთვის განკუთვნილი წილი კაპიტალის 10 პროცენტამდე ოდენობის თანხა და, თუ ეს ამ საზოგადოებას აშკარად ზიანს არ აყენებს, მოითხოვოს ბოლო სამეურნეო წლის მოგებიდან თავისი წილი მოგების გამოტანა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს აღნიშნულ თანხას.

2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისგან განსხვავებულ წესებს, მათ შორის, პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვის თაობაზე საერთო კრების გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, პარტნიორს არ აქვს უფლება, თავის წილ კაპიტალს მოაკლოს თანხა დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/105.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/107.md
