---
title: "მუხლი 130. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის საერთო კრებაში მონაწილეობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/130"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "130"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 130. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის საერთო კრებაში მონაწილეობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 130 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/130

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საერთო კრებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (მინდობილობა) გაიცემა წერილობით, ერთ ან რამდენიმე საერთო კრებაზე წარმომადგენლობის ან გარკვეული ვადის განმავლობაში წარმომადგენლობის უფლებით.

2. საერთო კრებაში პარტნიორის წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის თაობაზე უნდა ეცნობოს საერთო კრების მომწვევ ორგანოს და მას შესაბამისი მინდობილობა ამ კრების ჩატარებამდე ან კრების დაწყებისთანავე უნდა წარედგინოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/129.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/131.md
