---
title: "მუხლი 138. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ შენატანის განხორციელება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/138"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "138"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 138. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ შენატანის განხორციელება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 138 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/138

1. პარტნიორი ვალდებულია შეთანხმებული შენატანი განახორციელოს ფულადი სახით ან არაფულადი სახით, თუ არაფულადი შენატანი წესდებით აკრძალული არ არის.

2. საერთო კრება უფლებამოსილია გაათავისუფლოს პარტნიორი შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შენატანის განხორციელება აუცილებელია კრედიტორთა მოთხოვნების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

3. თუ შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან გათავისუფლება ეხება ნომინალური ღირებულების მქონე წილს, გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ განთავსებული კაპიტალის შესაბამისად შემცირებით.

4. შენატანი უნდა განხორციელდეს წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით დადგენილი წესით. შენატანის სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება წილების განთავსებისთანავე სავალდებულო არ არის. შენატანის განხორციელების ვადის თაობაზე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში შენატანი უნდა განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, რომელიც განისაზღვრება ამ საზოგადოების საჭიროების, პარტნიორთა ქონებრივი მდგომარეობისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/137.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/139.md
