---
title: "მუხლი 150. სააქციო საზოგადოების ცნება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/150"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "150"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 150. სააქციო საზოგადოების ცნება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 150 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/150

1. სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია აქციებად.

2. აქციონერი სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.

3. სააქციო საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.

4. სააქციო საზოგადოება აქციონერთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/149.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/151.md
