---
title: "მუხლი 151. აქციის ცნება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/151"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "151"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 151. აქციის ცნება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 151 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/151

1. აქცია არის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას.

2. რეგისტრირებული აქცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 928-ე მუხლით განსაზღვრული რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი.

3. თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, ეს აქციები დემატერიალიზებული უნდა იყოს, გარდა სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/150.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/152.md
