---
title: "მუხლი 154. აქციის ნომინალური ღირებულება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/154"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "154"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 154. აქციის ნომინალური ღირებულება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 154 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/154

1. სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია შესაბამისი კლასის აქციის გამოშვება (აქციის ნომინალური ღირებულება).

2. ერთი კლასის ყველა აქციის ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე უნდა იყოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/153.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/155.md
