---
title: "მუხლი 157. აქციების კონსოლიდირება და დანაწევრება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/157"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "157"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 157. აქციების კონსოლიდირება და დანაწევრება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 157 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/157

1. ნომინალური ღირებულების მქონე აქციები შეიძლება კონსოლიდირებულ ან დანაწევრებულ იქნეს თითოეული აქციის ნომინალური ღირებულებისა და რაოდენობის შესაბამისი ცვლილებით.

2. ნომინალური ღირებულების არმქონე აქციები შეიძლება კონსოლიდირებულ ან დანაწევრებულ იქნეს მათი რაოდენობის შესაბამისი ცვლილებით.

3. აქციების კონსოლიდირების ან დანაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სხვადასხვა კლასის აქციების არსებობის შემთხვევაში საჭიროა აგრეთვე კაპიტალის იმ ნაწილის მფლობელთა 3/4-ის უმრავლესობის თანხმობა, რომელზედაც მისაღები გადაწყვეტილება ახდენს გავლენას.

4. აქციების კონსოლიდირება და დანაწევრება ხდება სააქციო საზოგადოების კაპიტალში თითოეული აქციონერის წილის შენარჩუნების პირობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/156.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/158.md
