---
title: "მუხლი 159. აქციათა გადაცემა, რომელიც დამოკიდებულია სააქციო საზოგადოების თანხმობაზე — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/159"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "159"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 159. აქციათა გადაცემა, რომელიც დამოკიდებულია სააქციო საზოგადოების თანხმობაზე — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 159 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/159

1. ცალკეული სახეების აქციების გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს სააქციო საზოგადოების თანხმობაზე. ასეთი აქციის გადაცემაზე სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის წესი დგინდება წესდებით აქციის გადაცემამდე.

2. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო ფასიანი ქაღალდის გადაცემაზე სააქციო საზოგადოების თანხმობის გაცემის დაწესება დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/158.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/160.md
