---
title: "მუხლი 165. ახალი აქციების გამოშვება სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების ხარჯზე — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/165"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "165"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 165. ახალი აქციების გამოშვება სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების ხარჯზე — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 165 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/165

თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთო კრებამ შეიძლება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ით მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტალის გარდაქმნით ან გაუნაწილებელი მოგების გამოყენებით ახალი აქციების გამოშვების შესახებ, რომლებიც აქციონერებზე პროპორციულად ნაწილდება. სარეზერვო კაპიტალი და გაუნაწილებელი მოგება არ შეიძლება განთავსებულ კაპიტალად გარდაიქმნას, თუ სააქციო საზოგადოების ბოლო წლიური ან შუალედური ბალანსი ზარალს მოწმობს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/164.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/166.md
