---
title: "მუხლი 172. აქციონერის უფლებები — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/172"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "172"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 172. აქციონერის უფლებები — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 172 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/172

1. აქციონერს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში;
ბ) გაეცნოს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს;
გ) კანონითა და წესდებით დადგენილი წესით გაეცნოს სააქციო საზოგადოების დოკუმენტებს და მიიღოს მათი ასლები ბეჭდური ფორმით ან ელექტრონულად, თუ აქციონერს წინასწარ აქვს განცხადებული თანხმობა ინფორმაციის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებაზე, აგრეთვე სააქციო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია ამ კანონის 202-ე მუხლითა და წესდებით დადგენილი წესით;
დ) მიიღოს დივიდენდი;
ე) თავისუფლად განკარგოს თავის საკუთრებაში არსებული აქციები;
ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს თავის საკუთრებაში არსებული აქციების გამოსყიდვა;
ზ) მიიღოს ნარჩენი ქონება სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შედეგად;
თ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით ან, კანონიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. აქციონერს უფლება აქვს, თავისუფლად განკარგოს თავის მფლობელობაში არსებული აქციები სააქციო საზოგადოების ან სხვა აქციონერების თანხმობის გარეშე, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/171.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/173.md
