---
title: "მუხლი 175. აქციონერის მოვალეობები — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/175"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "175"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 175. აქციონერის მოვალეობები — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 175 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/175

აქციონერი ვალდებულია:
ა) განახორციელოს შენატანი კუთვნილი აქციის მისაღებად;
ბ) სააქციო საზოგადოებას ან ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს/ნომინალურ მფლობელს/ანგარიშის მწარმოებელს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილების შესახებ, რომელიც აქციათა რეესტრში/ნომინალურ მფლობელთან/ანგარიშის მწარმოებელთან არის რეგისტრირებული;
გ) შეასრულოს სხვა მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით ან, კანონიდან გამომდინარე, წესდებით.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/174.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/176.md
