---
title: "მუხლი 18. მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/18"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/18

1. მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინება ჩაბარებულად მიიჩნევა მეწარმის მიერ გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს, თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა.

2. ელექტრონული მისამართი არის მეწარმესა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის კომუნიკაციისა და მეწარმისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების მიზნით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში მეწარმისთვის მიკუთვნებული მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი.

3. იურიდიული მისამართისა და ელექტრონული მისამართის სტანდარტის განსაზღვრისა და ამ სტანდარტის შესაბამისად რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით დადგენილი წესები.
თავი III
ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/19.md
