---
title: "მუხლი 180. წლიური ანგარიშისა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/180"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "180"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 180. წლიური ანგარიშისა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 180 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/180

1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ადგენს წლიურ ანგარიშსა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს, აგრეთვე წმინდა მოგების გამოყენების შესახებ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარსადგენად.

2. წმინდა მოგების გამოყენების შესახებ წინადადების მოწონების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო მას დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას. თუ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების გამოყენებაზე, მათ წმინდა მოგების გამოყენების შესახებ ორივე წინადადება უნდა გააცნონ საერთო კრებას და უნდა უზრუნველყონ საერთო კრების მიერ ალტერნატიულ წინადადებებს შორის არჩევანის გაკეთება.

3. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება წმინდა მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დარჩეს სააქციო საზოგადოებას და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის შედგენის დროს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/179.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/181.md
