---
title: "მუხლი 186. საერთო კრების მოწვევის წესი — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/186"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "186"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 186. საერთო კრების მოწვევის წესი — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 186 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/186

1. საერთო კრებას იწვევს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. კანონი ან წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე საერთო კრების სხვა პირების მიერ მოწვევას.

2. თუ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ იწვევს საერთო კრებას, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია მოიწვიოს საერთო კრება.

3. საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, რის თაობაზედაც დგება სხდომის ოქმი. სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს, არის თუ არა საერთო კრება მოწვეული აქციონერთა ინიციატივით.

4. საერთო კრების მოწვევის, მომზადებისა და ჩატარების ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/185.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/187.md
