---
title: "მუხლი 187. საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/187"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "187"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 187. საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 187 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/187

1. აუცილებლობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია კაპიტალის სულ მცირე 5 პროცენტის მფლობელი აქციონერის/აქციონერების (აქციონერთა ჯგუფის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება საერთო კრების მოწვევის შესახებ.

2. საერთო კრების მოწვევის შესახებ აქციონერის/აქციონერების წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს საერთო კრების მოწვევის აუცილებლობა, მიზანი და მიზეზი, აგრეთვე მისი დღის წესრიგი, რომელშიც ასახულია აქციონერის/აქციონერების მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს უფლება აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში დაამატოს საკითხები.

3. თუ საერთო კრების მოწვევის შესახებ აქციონერების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აღნიშნულ აქციონერთა განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ აქციონერებს მიანიჭოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება და დანიშნოს საერთო კრების თავმჯდომარე.

4. რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის, მომზადებისა და ჩატარების ხარჯები ეკისრება სააქციო საზოგადოებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/186.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/188.md
