---
title: "მუხლი 188. საერთო კრების მომზადება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/188"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "188"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 188. საერთო კრების მომზადება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 188 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/188

1. საერთო კრების მომზადებისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი საკითხები:
ა) საერთო კრების ჩატარების თარიღი და ადგილი;
ბ) საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები;
გ) საერთო კრების დღის წესრიგი;
დ) საერთო კრების დანიშვნის შესახებ აქციონერებისთვის შეტყობინების ფორმა;
ე) აქციონერებისთვის გადასაცემი მასალების ნუსხა და ამ მასალების გადაცემის წესი;
ვ) საერთო კრების სააღრიცხვო დღე.

2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვიტოს საერთო კრების ჩატარებისთვის აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/187.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/189.md
