---
title: "მუხლი 190. საერთო კრების მასალების გაცნობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/190"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "190"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 190. საერთო კრების მასალების გაცნობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 190 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/190

1. საერთო კრების დღის წესრიგის მასალები უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას.

2. თუ საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულია წესდების შეცვლა ან მისი ახალი რედაქციის მიღება, ცვლილების ან ახალი რედაქციის ტექსტი უნდა გამოქვეყნდეს საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დოკუმენტაცია ყველა აქციონერს პირადად ეგზავნება.

3. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული არიან გამოაქვეყნონ საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მათ მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების პროექტები და მიუთითონ ამ გადაწყვეტილებების საფუძვლები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/189.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/191.md
