---
title: "მუხლი 195. ხმათა უმრავლესობის პრინციპი და წესდებაში/სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების შეტანა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/195"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "195"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 195. ხმათა უმრავლესობის პრინციპი და წესდებაში/სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების შეტანა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 195 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/195

1. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით ან წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

2. კენჭისყრა შეიძლება აქციათა კლასების მიხედვით ცალ-ცალკე ჩატარდეს.

3. წესდებაში/სადამფუძნებლო შეთანხმებაში შესატანი ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/194.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/196.md
