---
title: "მუხლი 20. წერილობითი ფორმის დაცვის ვალდებულება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/20"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. წერილობითი ფორმის დაცვის ვალდებულება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/20

1. თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს. ამ უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება.

2. სამეწარმეო საზოგადოებასა და მის ერთადერთ პარტნიორს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში იდება.
თავი IV
შენატანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/21.md
