---
title: "მუხლი 207. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/207"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "207"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 207. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 207 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/207

1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომის მოწვევისა და ჩატარებისთვის გამოიყენება ამ კანონით სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევისა და ჩატარებისთვის დადგენილი წესები, თუ წესდებით განსაზღვრული არ არის სხდომის მოწვევისა და ჩატარების სხვა წესი.

2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს სხდომა ან ამ სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს იმ ხელმძღვანელი პირისთვის, რომელთან დაკავშირებული საკითხიც განიხილება აღნიშნულ სხდომაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/206.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/208.md
