---
title: "მუხლი 211. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/211"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "211"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 211. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 211 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/211

1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის სფეროში არ შეიძლება გადაეცეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს.

2. წესდებით ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს საკითხები, რომელთა გადასაწყვეტად სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას საჭიროებს.

3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი თანხმობის საერთო კრების მიერ გაცემა. საერთო კრების მიერ თანხმობის გაცემისთვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 3/4-ის უმრავლესობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/210.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/212.md
