---
title: "მუხლი 212. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/212"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "212"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 212. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 212 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/212

1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო უნდა შედგებოდეს სულ მცირე 3 წევრისგან. წესდებით შეიძლება განისაზღვროს მის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა.

2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი.

3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ირჩევს საერთო კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით ან სამეთვალყურეო საბჭოში წევრის დელეგირებით, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში წევრის დელეგირების უფლება წესდებით შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ცალკეულ აქციონერებს ან გარკვეული აქციების მფლობელებს. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებულ წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა 1/3-ს.

5. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი აირჩევა არაუმეტეს 3 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა მისი ამოწურვის შემდეგ ავტომატურად გრძელდება საერთო კრების ჩატარებამდე და ამ კრებაზე ახალი წევრების არჩევამდე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება ახალი ვადით აირჩეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/211.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/213.md
