---
title: "მუხლი 215. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/215"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "215"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 215. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 215 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/215

სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილების, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისა და მასთან დაკავშირებული ყველა ცვლილების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/214.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/216.md
