---
title: "მუხლი 218. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები — მეწარმეთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/218"
law: "მეწარმეთა შესახებ"
article: "218"
identifier: "matsne 5230186"
adopted: "2021-08-02"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 218. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები — მეწარმეთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეწარმეთა შესახებ, მუხლი 218 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/218

1. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სულ მცირე ნახევარი. წესდება შეიძლება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხს სხვაგვარად აწესრიგებდეს.

2. თუკი სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მისი სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია არაუგვიანეს 10 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს წევრთა რაოდენობის მიუხედავად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს აქვს 1 ხმა, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება მისი სხდომის ოქმში ჩანაწერით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/217.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5230186-mewarmeta-shesakheb/219.md
